საქართველოს ისტორია

საქართველოს მეფეები 

ბაგრატ III (ძე გურგენისა) 975-1014 
გიორგი I (ძე ბაგრატისა) 1014-1027 
ბაგრატ IV (ძე გიორგისა) 1027-1072 
გიორგი II (ძე ბაგრატისა) 1072-1089 
დავით IV (ძე გიორგისა, "აღმაშენებელი") 1089-1125 
დემეტრე I (ძე დავითისა) 1125-1156 
დავით V (ძე დემეტრესი) + 1155 
გიორგი III (ძე დემეტრესი) 1156-1184 
თამარ დედოფალი (თამარ მეფე, გიორგის ქალიშვილი) 1184-1215 
გიორგი IV (ლაშა, ძე თამარისა და დავითისა) 1215-1222 
რუსუდან დედოფალი (თამარისა და დავითის ქალიშვილი) 1222-1245 
დავით VI ნარინი (ძე რუსუდანისა, 1259 წელს გახდა იმერეთის მეფე) 1245-1293 
დავით VII ული (ძე ლაშა-გიორგისაi) 1257-1270 
დიმიტრი II ("თავდადებული", ძე დავით-ულუსი) 1271-1289 
ვახტანგ II (ძე დავით ნარინისა) 1289-1292 
დავით VIII (ძე დიმიტრისა) 1293-1311 
ვახტანგ III (ძე დიმიტრისა) 1302-1308 
გიორგი VI (ძე დავითისა) 1311-1313 
გიორგი V ("ბრწყინვალე" ძე დიმიტრისა) 1314-1346 
დავით IX (ძე გიორგი V-ისა) 1346-1360 
ბაგრატ V (ძე დავითისა) 1360-1393 
გიორგი VII (ძე ბაგრატისა) 1393-1407 
კონსტანტინე I (ძე ბაგრატისა) 1407-1411 
ალექსანდრე I (ძე კონსტანტინესი) 1412-1443 
ვახტანგ IV (ძე ალექსანდრესი) 1443-1446 
გიორგი VIII (ძე ალექსანდრესი, 1476 წლიდან გახდა კახეთის მეფე) 1446-1466 

 

საქართველოს კულტურა

 

მრავალხმიანი მუსიკა დაცულია ანტიკური პერიოდიდან დღემდე. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, სპეციალური დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. მრავალხმიანი სიმღერა არის სვანეთში, სადაც ყველა ხმა ერთი და იგივე რიტმში იმღერება. მრავალხმიანი დიალოგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, მონოტონურად ორ ხმაში და სერთოდ კონტრასტული მრავალხმიანი სიმღერაა დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთში დომინირებს აჭარული და გურული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მუშაობის დროს მღერიან.

 

ყველაფერი ეს ასახავს ქართველი ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებულ სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.

 

მრავალხმიანი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამაც გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.

 

საქართველოს კულტურა 4000 წლისაა. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ საქართველოში იყო მეტალურგიული ცენტრი. ლითონზე მუშაობა იხვეწებოდა საუკუნეების მანძილზე, ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდიდან.

 ეგზემპლარებს შორის, რომელიც დათარიღებულია ძვ.წთ III ს. და ახ.წთ. I საუკუნეში. არის ოქროს ლომი, ოქროს და ვერცხლის თასები თრიალეთიდან. ძვირფასეულობა ახალგორიდან არის საქართველოს ხელოვნების ნიმუში.

 

ხელოვნების და არქიტექტურის ახალი ერა დაიწყო ქრისტიანობის მიღების შემდეგ 337 წ.

განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია სხვდასხვა დარგმა, ფრსკების მხატვრობამ, ხატწერამ, მომინანქრებამ.
IV საუკუნიდან განვითარდა საეკლესიო მშენებლობის ორი ძირითადი ფორმა, ცენტრალურ გუმბათოვანი და ბაზილიკა.

 ბოლნისის სიონი და მცხეთის ჯვრის მონასტერი არის შუა საუკუნეების არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითი. საქათველოსთვის ოქროს ხანა იყო XI-XII საუკუნეები. უკვდავი არქიტექტურული ნიმუშები აშენდა X-XIII საუკუნეებში. ბაგრატის ტაძარი, ოშკი და ხახული (თურქეთის ტერიტორიაზე), გელათი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ალავერდი.

 

 

 

ქართული ენა და დამწერლობა
 

ქართული დამწერლობა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს. სულ ქართულ ენაში არსებობს სამი დიალექტი: ქართველური, სვანური და მეგრული (იგივე ლაზური).

აღსანიშნავია, რომ ქართული დამწერლობა არის ერთ-ერთი მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქართული დამწერლობა დამკვიდრებულია სემიტური ანბანის ნიადაგზე, დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე VI – V სს.

 დამწერლობა საუკუნეების განმავლობაში თავისთავად იცვალა იერსახე, მაგრამ მას მაინც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი ელემენტები. ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი გვამცნობს, რომ ქართული ანბანი შეიქმნა III საუკუნეში და მის ფუძემდებლად მიჩნეულია ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი.

პირველი მოზაიკური წარწერა აღმოჩენილია პალესტინის უდაბნოში და მიჩნეულია, როგორც ქართულ უძველეს წარწერად და იგი თარიღდება ჩვ.წ.აღ.-ით 433 წ. ბოლნისის სიონის ტაძარი, რომელიც მდებარეობს სამხრეთით თბილისიდან. გვაკვირვებს ასევე უძველესი ქართული წარწერით, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ.-ით 493 წ. ხოლო რაც შეეხება პირველ ხელნაწერს, იგი თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 864 წ. და ინახება წმ. ეკატერინეს მონასტერში ქ. სინაი, პენესუელა.

 

 

Georgian Cuisine and Wine

 

ქართული სამზარეულო

 

კულინარიის სტილი, რომელიც ცაქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.

 კახეთი

 კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი,ხაშლამა,ხაჭაპური,  და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის -ბადაგისგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს:ჩურჩხელას და თათარა. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.

 სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება პოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ.თუთის ნაყოფის განამზადებენ თაფლს სახელად -ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა.

 აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.

 სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ  გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს – ბაქმაზს იყენებენ.

 ქართლი

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

მთიულეთითუშეთიფშავიხევსურეთი 

 საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია:ხინკალი,გორდილა(წყალში მოხარშული ცომი), აღი(გამოყვანილი ხორცი),ყარმა, კონტორი(ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი. ფშავ-ხევსურეთში ხინკალი თუმცა შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც. მთიანეთის კიდევ ერთი ტრადიციული კერძია ხაჭოერბი, რომელსაც ძოგანში გამომშრალი, დავარგებული ხაჭოს გუნდებისგან აკეთებენ. კიდევ ერთი კერძი -ხავიწი მზადდება ერბოს, ფქვილისა და შაქრისგან, იგი ტკბილი ქადის გულსართადაც გამოიყენება. განთქმულია აქაური ლუდი და არაყი – ჟაპიტაური.

 იმერეთი 

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ. აქაურების სიამაყეა ცოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძი -კუჭმაჭი. იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა  სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარს. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ.

 სვანეთი 

 სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია ულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი - სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.

 რაჭალეჩხუმი 

 რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია -შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირეები სჭირდება.

აჭარა 

აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია:ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი),ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი).

 

სამეგრელო 

 

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა -სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა: ღომი(სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა),ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი),გებჟალია(პიტნით შეზავებული ყველის რულეტი),ჯურჯანი(შეზავებული შიგნეული). მეგრელები ცნობილი არიან (დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად) ცხარე კერძების მომზადებით, გამორჩეულია მეგრული აჯიკა და ტყემალი. ერთერთი ყველაზე პოპულარული ხაჭაპურის ტიპია იმერულ და აჭარულ ხაჭაპურთან ერთად მეგრულიც, რომელიც ქართულ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.