რიონი

  • რიონი: უწერა - ამბროლაური, სიგრძე: 35 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
  • რიონი: შარეულა-ტვიშის კანიონი,სიგრძე: 18 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.

რიონის ამ მონაკვეთებზე საჯომარდოდ მონაწილეებს მოეთხოვებათ კარგი ფიზიკური მომზადება და სხვა მდინარეებზე დაშვების გამოცდილება. არსებობს მარტივი მარშრუტიც:

  • რიონი: ამბროლაური - შარეულა, სიგრძე: 15 კმ, სირთულე: I-II კატეგორია.

სამივე მონაკვეთის საჯომარდო პერიოდი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

 

თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც თავგადასავლები, წყალი, მზე და აქტიური დასვენება უყვარს, აუცილებლად უნდა გამოცადოთ საკუთარი თავი ჯომარდობაში. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის შესაფერისი მარშრუტის არჩევაში.  

არაგვი

  • ფშავის არაგვი: კოპალას ხიდი - თვალივი, სიგრძე: 13 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.
  • მთიულეთის არაგვი: ფასანაური - მენესო, სიგრძე: 14 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.
ფშავისა და მთიულეთის არაგვზე სეზონი მაისში იწყება. ამ პერიოდში ორივე მდინარე საშუალო, II-III კატეგორიის სირთულისაა. ივნისიდან წყალი იკლებს და მასთან ერთად ექსტრემალური შეგრძნებებიც მცირდება, თუმცა აქტიური დასვენებისა და ცხელ თბილისს გარიდების მსურველთა რაოდენობა მაინც არ კლებულობს, მით უმეტეს, რომ ჯომარდობის გარდა ჩვენს ბაზაზე ბუნების წიაღში თავისუფალი დროის მხიარულად გატარება, მეგობრებთან ერთად ფრენბურთის ან ფეხბურთის თამაში და მდინარის პირას მზის აბაზანების მიღებაა შესაძლებელი...
 

,

nikoloz romanovis biliki

ტური : ბორჯომ ხარაგაულის პარკში;

სეზონი – აპრილიდან სექტემბრამდე

მარშუტის სიგრძე – 43 კმ

ტურის ხანგძლივობა 3 დღე

სირთულე – საშუალო

 

დღე 1 –  ლიკანიდან –  ლომის მთის ტურისტთა თავშესაფრამდე  – 15 კმ (5–6 საათი)

ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნული პარკის #1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი იწყება ლიკანის დასახლებიდან (930 მ.ზ დონიდან) და მთავრდება ხარაგაულის რ–ნ სოფელი მარელისში. (ან პირიქით) მარშუტის სიგრძე 43 კმ–ის . ლაშქრობა იწყება ხელუხლებელ წიწვოვან ტყეებში სადაც სტუმარს საშუალება აქვს ნახოს იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეები, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. ბილიკის დასაწყისში აუცილებელია დღის განმავლობაში წყლის საჭირო მარაგის ავსება, რადგან წყალი მხოლოდ ტურისტული ტავშესაფრიდან 300 მეტრის მანძილზეა. სურვილის მიხედვით ვიზიტორს საშუალება აქვს ღამე გაათიოს ბილიკის დასაწყისიდან 15 კმ–ში მდებარე ტურისტულ თავშესაფარში ან საკარვე ადგილში კარავში. ტურისტული თავშესაფარი მარტივადაა მოწყობილი, აქ ტქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შეშის ღუმელით, ხის შენობაში არ არის სველი წერტილი. თავშესაფრის ახლოს არის ტუალეტი.

 

დღე 2  – ლომის მთის ტურისტული თავშესაფრიდან სახვლარის ტურისტულთავშესაფრამდე – დაახლოებით 18 კმ. (6–7 საათი).

მეორე დღეს ბილიკი ადის ლომის მტაზე (2198 მ), სადაც ალპური და სუბ–ალპური მდელოების შესანიშნავი ხედებია. მეორე დღესაც აუცილებელია წყლის მომარაგება ლაშქრობის დაწყებამდე, რადგან წყალი გზაში არ შეგხვდებათ, ლომის მთის შემდეგ ბილიკი დაბლა ეშვება და მეორე ღამისთევა სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზეა შესაძლებელი. სახვლარის ტურისტული თავშესაფარი მდინარის ხეობაში მდებარეობს და ლომის მთის ტურისტული თავშესაფრიდან 18 კმ. მანძილზე. სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში არ არის სველი წერტილი. ტავშესაფრის ახლოს არის გარე ტუალეტი. აღნიშნულ თავშესაფარში აგრეთვე არ არის ღუმელი და ცეცხლის დანთება ეზოშია შესაძლებელი.

 

დღე 3 – სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მარელისის რეინჯერთა საგუშაგოში – 10 კმ . (4–5 საათი).

სახვლარში ღამისთევის შემდეგ ბოლო დღე შედარებით მარტივია და მდინარის ხეობას მიუყვება, ბოლო დღის ლაშქრობისათვის დაახლოებით 5 საათია საჭირო, ბილიკი სრულდება მარელისის რეინჯერთა საგუშაგოსთან, საიდანაც სოფელი მარელისი 3 კმ–ში მდებარეობს. მარელისის საგუშაგოდან 7 კმ–ში კი რკინიგზის სადგურია საიდანაც მატარებლით მგზავრობა შეიძლება.

 

ღირებულებაში შედის :

  1. ტრანსპორტი (ბორჯომამდე და უკან)
  2. გიდი
  3. კარვები ან ტურისტული თავშესაფარი
  4. შიდა გიდი
  5. სამჯერადი კვება
  6. საპიკნიკე ადგილი და პიკნიკი
  7. საძილე ტომარა
  8. ჩანთა
 

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

საუკეთესო სეზონი – მაისიდან სექტემბრამდე

მარშუტის სიგრძე – 54 კმ

ტურის ხანგძლივობა – 4 დღე

სირთულე – რთული

 

დღე 1  – აწყურის რეინჯერტა საგუშაგოდან – ამარათის მთის ტურისტთა თავშესაფრამდე – 16 კმ. (5–6 საათი).

ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 2კმ–ში არის აწყურის რეინჯერთა საგუშაგო და ეროვნული პარკის შესასვლელი, სწორედ აქ არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკის დასაწყისი, ბილიკი იწყება აწყურში და მთავრდება მარელისში (ან პირიქით), მისი საერთო სიგრძე 54 კმ–ია. ლაშქრობის დაწყებიდან 15 წუთში თქვენ ნახავთ ნიამორების ვოლიერს და აავსებთ წყალს მთელი დღისათვის, რადგან ამის შემდეგ სასმელი წყალი მხოლოდ ტურისტულ თავშესაფართანაა, რომელიც დასაწყისიდან 16  კმ–ში მდებარეობს, აქ შესაძლებელია ღამისთევა ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ან საკარვე ადგილზე კარავში, ამარათის ტურისტული თავშესაფარი მარტივადაა მოწყობილი, აქ 12 ხის საწოლია და შენობაში არ არის სველი წერტილი. თავშესაფრის ახლოს არის გარე ტუალეეტი.

 

დღე 2 – ამარათის ტურისტთა თავშესაფრიდან – სამეცხვარიოს რეინჯერთა თავშესაფრამდე – 9 კმ (5–6 საათი).

მეორე დღის ლაშქრობა შედარებით რთულია და ალპურ მდელოებზეა, სადაც დრებახევრის მანძილზე არ არის სასმელი წყალი, ამიტომ ამარათის თავშესაფრიდან საკმარისი წყლის მარაგის ავსება მოგიწევთ. ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალ სამეცხვარიოსთან (2642მ.) მდებარე რეინჯერთა თავშესაფარი ზომით პატარაა, აქ მხოლოდ სამი საწოლი დგას, შესაძლებელია ღამისთევა კარვებშიც. რეინჯერთა თავშესაფარში არ არის სველი წერტილი, თავშესაფრის ახლოს არის გარე ტუალეტი. აქ არ არის შესა ცეცხლის დასანთებად.

 

დღე 3  –  ამარათის რეინჯერთა თავშესაფრიდან – სახვლარის ტურისტულ თავშესაფრამდე – 19 კმ. (6–7 საათი).

მესამე დღის ლაშქრობა შედარებით მარტივია, თუმცა საკმაოდ გრძელია, ბილიკი უმაღლესი მწვერვალიდან მუდამ დაბლა ეშვება და კოლხური ტყეებით დაფარულ მდინარის ხეობაში ჩადის. ღამისთევა შესაძლებელია სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზე. სახვლარის ტურისტული თავშესაფარი მდინარის ხეობაში მდებარეობს და სამეცხვარისო რეინჯერთა თავშესაფრიდან 19 კმ. მანძილზე მდებარეობს. სახვლარის ტურისტულ თავშესაფარშ არ არის ღუმელი და სველი წერტილი. თავშესაფრის ახლოს არის გარე ტუალეტი.

 

დღე 4  –  სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მარელისის რეინჯერთა საგუშაგომდე – 10 კმ. (4–5– საათი),

 სახვლარში ღამისთევის შემდეგ ბოლო დღე შედარებით მარტივია და მდინარის ხეობას მიუყვება, ბოლო დღის ლაშქრობისათვის დაახლოებით 5 სათია საჭირო, ბილიკი სრულდება მარელისის რეინჯერთა საგუშაგოსთან, საიდანაც სოფელი მარელისი 3 კმ–ში მდებარეობს. მარელისის საგუშაგოდან 7 კმ–ში კი რკინიგზის სადგურია , სიდანაც მატარებლით მგზავრობაა შესაძლებელი.

ღირებულებაში შედის:

1.ტრანსპორტი (ბორჯომამდე და უკან)

2.გიდი

3.კარვები ან ტურისტული თავშესაფარი

4.შიდა გიდი

5.სამჯერადი კვება

6.საპიკნიკე ადგილი და პიკნიკი

7.საძილე ტომარა

8.ჩანთა