მომლოცველთა  ტური (7 დღე)

 

1 დღე

 

თბილისი:

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი (მტკვრის მარცხენა სანაპირო). მისი მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს.

 

მეტეხი

 

მეტეხის ციხე - ქართველი მეფეების უძველესი ციხე-სიმაგრე და რეზიდენცია,მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე . აქვეა XII საუკუნის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ლოცულობდა თამარ მეფე.

 

სიონი

 

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის მეორე ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. ტაძარი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.

 

ნარიყალა

 

ნარიყალა - თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ციხე-სიმაგრეა. არ არის დადგენილი აგების ზუსტი დრო თუმცა VII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში უკვე მოიხსენიებოდა როგორც “შურის ციხე„. 1990 წელს აღადგინეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც პირველად XII საუკუნეში იქნა აგებული.

 

 

მამადავითი

 

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია — თბილისში, მთაწმინდის (წმინდა მთა) შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარია, თარიღდება 1859-1871 წლებით. სავარაუდოდ, X საუკუნეში „წმინდა მთაზე„ დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“.

 

2 დღე

 

მცხეთა

სვეტიცხოველი

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგანი (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. ტაძარი აგებულია ქრისტიანული ეკლესიის 12 მოციქულის საპატივსაცემოდ ,სადაც დღემდე სრულდება წირვა-ლოცვა. XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. სამწუხაროდ ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილია.

 

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ძეგლია და შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

უფლისციხე

 

3-5 დღე

 

კახეთი (აღმოსავლეთ საქართველო):

დავითგარეჯი

 

დავითგარეჯი — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. ტაძარში შენარჩუნებულია VIII—XIV ს-ის ფრესკები.

 

ბოდბე

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, რადგან XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.

ნეკრესი

ნეკრესი - პატარა მონასტერი მდებარეობს ალაზნის ველზე, მთის ფერდოფზე. თავდაპირველად ამ ადგილზე იყო უძველესი ქალაქი - ნეკრესი. IV ს -ში საუკუნეში მეფე მითრიდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში ერთი ასურელი მამათგანი - აბო ნეკრესელი დამკვიდრდა.

 

გრემი

გრემი - არის ყველაზე ცნობილი ადგილი კახეთის რეგიონში. ეს ადგილი წარმოადგენს უძველეს ციხე- სიმაგრეს, რომელიც მოიცავს ტაძარსაც, რომელიც აშენდა კახთა მეფე ლევანის ინიციატივით 1565 წელს. მეფე ლევანი ამ ტაძარშია დაკრძალული.

 

ალავერდი

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა ( ასურელი მამა ). იგი გარდაიცვალა 570 წელს და დაკრძალული იქნა ტაძარშივე, მისი საფლავი დღემდეა შემორჩენილი. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე III დიდმა კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

 

იყალთო

იყალთოს მონასტერი - ფაქტობრივად პირველი მონასტერია რომელიც აგებულა კახეთის რეგიონში. ის დაარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ზენონ იყალთოელმა დაახლოებით მე-6 საუკუნეში. სამწუხაროდ იმ დროინდელი მშენებლობიდან მცირე ნაწილია შემორჩენილი. მათ შორისაა 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება". იყალთოს მონასტერში არსებული აკადემია დაარსა დავით აღმაშენებელმა .ეს აკადემია შევიდა ისტორიაში იმ აქტით რომ აქ სწავლობდა ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი. ამიტომაც ნოემბრის შუა რიცხვებში ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ „შოთაობას“.

 

შუამთა

ახალი და ძველი შუამთა - ეს არის ორი გაერთიანებული მონასტერი, რომელიც მდებარეობს თელავიდან რამდენიმე კილომეტრში , ერთი ტაძარი ააგეს V ს-ში ტყის სიღრმეში და მეორე XVI ს-ში გამოსაჩენ ადგილას. ახალი შუამთა - მონასტერია,სადაც ხდებოდა ჭავჭავაძეების საგვარეულო დიდებულების დაკრძალვა. ძველი შუამთა - მონასტერია, რომელიც დაარსდა V ს-ში. ახლა მოიცავს 3 ტაძარს. პირველი 3 ნავიანი ბაზილიკა, მეორე VII ს-ის ტაძარი და მესამე პატარა ეკლესია.

 

5 დღე

თბილისში დაბრუნება

 

6 დღე

 

იმერეთი (დასავლეთ საქართველო):

გელათი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი შუასაუკუნეების საქართველოში. იგი დაარსა 1106 წელს დავით IV აღმაშენებელმა, რომელიც ამავე მონასტრის ეკლესიაშია დაკრძალული. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1125 წელს . XIII ს-ში მონასტერს შეემატა წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. ტაძრების ფრესკებში ასახულია სხვადასხვა საუკუნის საქართველოს ისტორია.

 

ბაგრატი

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში. ტაძარი თავისი მასშტაბური ზომებით გახდა ახალი სიტყვა ამიერკავკასიის არქიტექტურაში. 1994 წელს ტაძარი შევიდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაში.

 

მოწამეთა

მოწამეთა - მონასტერი მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. ლეგენდის თანახმად ტაძარი აგებულია იმ ადგილას სადაც მონგოლებმა აწამეს და თავი მოკვეთეს ძმებ დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

 

7 დღე

 

თბილისი

თავისუფალი დრო

გამგზავრება