კულტურული ტური-14 დღე
 

 

დღე 1: თბილისი.

ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში-შეხვედრა გიდთან-სასტუმროში განთავსება. ჩვენ მოვინახულებთ: სამების საკათედრო ტაძარს, მეტეხის წმინდა ტაძარს-რომელიც აგებულია მე-V საუკუნეში და განახლებულია მე–XIII საუკუნეში.შემდეგ საბაგირო გზით ავალთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, რომელიც  არსებობს მე–IV საუკუნის შუა წლებიდან. ვნახავთ აბანოთუბანს (გოგირდის აბანოებს), სიონის საკათედრო ტაძარს (XII-XIII სს.)ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.). იგი უძველესია თბილისის ეკლესიებს შორის. მონინახულებთ  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ვივახშმებთ ეროვნულ რესტორანში, გავსინჯავთ ეროვნულ კერძებს და ღვინოებს ქართული მუსიკისა და ცეკვის ატმოსფეროში. ღამისთევათბილისში.


დღე 2თბილისი-მცხეთა-თბილისი.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქში-მცხეთაში (იუნესკოს მემკვიდრეობა), რომელიც დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში. პირველრიგში მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI ს.), შემდეგ ვეწვევით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს (VI-XIსს.), სადაც დაფლულია უფალი იესო ქრისტეს კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. აქ პირველი ტაძარი მირიან მეფეს ჯერ კიდევ IV საუკუნეში წმინდა ნინოს რჩევით აუშენებია.სადილი პოპულარულ რესტორან „სალობიეში“. სადილის შემდეგ გავემგზავრებით შიო-მღვიმის მონასტერში (VI ს.), რომელიც დააარსა ერთ-ერთმა 13 ასურელი მამიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორც მისიონერი ქრისტიანები. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბერების მიერ გამოთხრილი მღვიმეები (გამოქვაბულები). დაბრუნება თბილისში. თავისუფალი დრო. ღამისთევა თბილისში.


დღე 3: თბილისი-ყაზბეგი-თბილისი.

საუზმე სასტუმროში, გავემგზავრებით ყაზბეგის მიმართულებით (საქართველოს- სამხედრო გზით), გზად მოვინახულებთ არქიტექტურულ კომპლექს ანანურს (XVI- XVIII სს.), საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ჟინვალის წყალსაცავზე, შემდეგ გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით. მოვინახულებთგერგეთის წმინდა სამებას (XIV ს.), იგი ზღვის დონიდან 2170 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.შემდეგ გავემგზავრებით „დარიალის ხეობაში“, რომელიც ცნობილია, როგორც  „კავკასიის ჭიშკარი“ და მდებარეობს რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე. იქ მოვინახულებთ წმინდა მიქელ-გაბრიელის სამონასტრო კომპლექს (XXI ს.). ღამისთევა თბილისში.


დღე 4: თბილისი-დავით გარეჯი-ბოდბე-სიღნაღი.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კახეთში (ღვინის სამშობლოში). მოვინახულებთ სამონასტრო კომპლექსს დავით გარეჯს (VI ს.). აქ რეალურად შევეხებით პირველი ქრისტიანების მამაცურ ღვაწლს, რომელთა მეოხებითაც აღორძინდა და კეთილმოეწყო ქვეყნის ეს უდაბური მხარე. სადილის შემდეგ გავემგზავრებით დედათა მონასტრისკენ-ბოდბე (IV–XII სს.), სადაც ისტორიული წყაროების თანახმად განისვენებს საქართველოს განმანათლებელი, წმინდა ნინო. რის შემდეგაც გავემგზავრებით შუა საუკუნეების ციხე-ქალაქისკენ, სიღნაღისკენ (XVI ს.). ამ ქალაქიდან იშლება ულამაზესი ხედი კავკასიონის მთებზე და ალაზნის ველზე. მოვინახულებთ ღვინის მარანს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ქართული პურის (შოთი) გამოცხობის და ჩურჩხელის დამზადების პროცესში და რა თქმა უნდა, ტრადიციული კახური ღვინისა და ჭაჭის გასინჯვაში. ღამისთევა სიღნაღში.


დღე 5 სიღნაღი-წინანდალი-ალავერდი-გრემი-ნეკრესი- თბილისი.

საუზმის შემდეგ გამგზავრება წინანდალში-ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თავად ჭავჭავაძეთა მეღვინეობის ცნობილ ცენტრში. სახლ-მუზეუმი გარშემორტყმულია მშვენიერი პარკით და სამლოცველოთი, რომელშიც დაიწერეს ჯვარი ალექსანდრე გრიბოედოვმა და თავადის ასულმა ნინო ჭავჭავაძემ. მოვინახულებთ სამონასტრო კომპლექს იყალთოს (VI-VIIსს.), ალავერდის მონასტერს (XI ს.). შემდეგ გავემართებით სოფელნაფარეულში, სადაც მონაწილეობას მივიღებთ კახური შოთისა გამოცხობასა და მწვადის შეწვაში, გავეცნობით  ღვინოების დამზადების წესებს, დავაჭაშნიკებთ ქვევრის ღვინოსა და ჭაჭის არაყს. შემდეგ მოვინახულებთ გრემის მონასტერს (XVIს.), ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს (IV-XIVსს.). საღამოს გამომგზავრება თბილისისკენ გომბორის ქედის გავლით. ღამისთევა თბილისში.


დღე 6 თბილისი-გორი-ბორჯომი.

საუზმის შემდეგ გამგზავრება ქ. გორისკენ. პირველი ისტორიული ცნობარი მის შესახებეკუთვნის ახ. წ.VII ს-ეს. ის ცნობილია იმით, რომ აქ დაიბადა იოსებ ბესარიონის-ძე ჯუღაშვილი, ცნობილი სტალინის სახელით. ტურის დროს ჩვენ მოვინახულებთ სტალინის სახლ-მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით  კლდეშინაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში. 3000 და მეტი წლის წინ ეს იყო ხმაურიანი ქალაქი. აქ ტარდებოდა წარმართული რიტუალები და მსხვერპლშეწირვა. შემდეგ აქ დაიწყეს ქრისტიანული ეკლესიების შენება. ქალაქი ფუნქციონირებდა XIII-XIV საუკუნეებამდე, მონღოლთა შემოსევებამდე უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელსიაში.შემდეგ გავემგზავრებით ბორჯომის მიმართულებით. მოვინახულებთ მამათა მონასტერსტიმოთესუბანს (XIII ს.). საგამოს დავათვალიერებთ ბორჯომის პარკს და გავსინჯავთ მინერალურ წყალს-ბორჯომს. ვახშმობა და ღამისთევა ბორჯომში.


დღე 7: ბორჯომი-ვარძია-რაბათი-ბორჯომი.

საუზმე სასტუმროში. გავემგზავრებით ახალციხისკენ (ქალაქი სამხრეთ-საქართველოში). ქალაქში არის, როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე სინაგოგა და მეჩეთი. დავათვალიერებთ ციხე-სიმაგრე რაბათს (IX ს.). ციხე-სიმაგრე ახლახან მთლიანად  აღდგენილ იქნა და მას დაუბრუნდა პირვანდელი იერი. აქ გვხვდება ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები. შემდეგ მოვინახულებთ კლდეში ნაკვეთ ქალაქს, ვარძიას (XII—XIII სს.). გამოქვაბულების ქალაქი დღესაც მონასტერს წარმოადგენს. მასში შემონახულია უნიკალური ფრესკები თამარისა და მეფე გიორგი 3 გამოსახულებებით.   ვახშამი და ღამისთევა ბორჯომში.


დღე 8:  ბორჯომი-ქუთაისი.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით იმერეთის რეგიონში. ქ. ქუთაისში ვნახავთბაგრატის საკათედრო ტაძარს (XI ს). ტაზარი აღადგინეს 2012 წელს. ტაძარი ითვლება შუასაუკუნეების ქართული არქიტექტორის შედევრად. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. დავათვალიერებთ გელათის სამონასტრო კომპლექს (X ს.). გელათში არსებობდა კონსტანტინეპოლის უნივერსიტეტის ანალოგიურად  შექმნილი აკადემია. გელათის საარქიტექტორო კომპლექსში ყველაზე მშვენიერია ფრესკები და მოზაიკა. მოვინახულებთ პრომეთეს მღვიმეს, რომელიც ყველაზე უნიკალურია ევროპის მღვიმეებს შორის. მისი სიგრძეა 1600 მეტრი. მღვიმის სიღრმეში მოედინება მდინარე. ტურისტებს ამ ტერიტორიის დათვალიერება შეუძლიათ, როგორც საფეხმავლო ბილიკით, ასევე ნავებიდანაც. ვახშამი რესტორანში (ეროვნული კერძებითა და მუსიკის თანხლებით. ღამისთევა ქუთაისში.


დღე 9:  ქუთაისი-მარტვილი-ზუგდიდი.

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება სამეგრელოს რეგიონში. სამეგრელო იყო ლეგენდარული ანტიკური სამეფოს კოლხეთის (XI-VI ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ცენტრალური ნაწილი. ეს ზღაპრული მხარე ფიგურირებს მითებში ოქროს საწმისსა და კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეზე.  დავათვალიერებთ მარტვილის კანიონს,რომლის სიგრძეა 2400 მეტრი,  20-40 მ-ის სიღრმის ჭრილით. კანიონის სიღრმეში შეიძლება ნავებით შესვლა. პიკნიკის შემდეგ ექსკურსია სალხინოში, თავად დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. აქვეა 1782 წელს აგებული ეკლესია და ღვინის მარანი.ეს ერთ-ერთი იშვიათი ადგილია სამეგრელოში, სადაც მოჰყავთ ყურძენი ოჯალესი. საღამოს გავემგზავრებით ზუგდიდში და ვნახავთ სამეგრელოს თავადების, დადიანების, მშვენიერ საგვარეულო სასახლეს.სასახლეში 41 000-მდე სამუზეუმო ექსპონანტია. ღამისთევა ზუგდიდში.


დღე 10:  ზუგდიდი-მესტია.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სვანეთის რეგიონში. სვანეთი ცნობილია თავისი ლამაზი პეიზაჟებითა და იშვიათი არქიტექტურული ნაგებობებით.  IX—XII ს-ში აგებული და დღემდე შემონახული ზემო სვანეთის არქიტექტურული ნაგებობები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში. მოვინახულებთ იოანე წინასწარმეტყველის ეკლესიებს-ლატალს და ლენჯერს (IX-Xს.). ვნახავთ სახელგანთქმული ალპინისტის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს და შუასაუკუნეების სვანურ კოშკებს.შემდეგ იქნება ცოტაოდენი თავისუფალი დრო (სურვილისამებრ-ცხენებითსეირნობისთვის). ვახშამი და ღამისთევა მესტიაში. (სადაც იქნება ტრადიციული სვანური კერძები).


დღე 11:  მესტია-უშგული-მესტია.

საუუზმის შემდეგ ჯიპებით გავემგზავრებით უშგულში, რომელიც მდებარეობს შხარას მთის ძირში. (ზღვის დონიდან 5068 მ.). უშგული ითვლება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ ადგილად (2200 მ-ზე). დავათვალიერებთ X-XV ს-ში აგებულ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც შემკულია საქართველოს ფეოდალური ეპოქისთვის დამახასიათებელი ფრესკებით. ვნახავთ წმინდა მარიამის მიძინების ეკლესიას-ლამარიას (Xს.), სადაც დღემდე სრულდება წირვა. დავათვალიერებთეთნოგრაფიულ მუზეუმს, თამარ მეფის ზამთრის და ზაფხულის კოშკებს.საღამოს დავბრუნდებით მესტიაში. ვახშამი ქართული ფოლკლორის თანხლებით, სადაც სტუმრები გასინჯავენ სვანურ კერძებს და ღვინოებს. ღამისთევა მესტიაში.


დღე 12:  მესტია-ბათუმი.

დილიდან, საუზმის შემდეგ, გამგზავრება აჭარისკენ. ეს საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხეა. იგი განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. თქმულების თანახმად აჭარიდან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება-მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მოსვლის შემდეგ. გზად ჩავუვლით ენგურის წყალსაცავს.იგი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში, რომლის სიმაღლე 271 მ-ია. შუადღისას ჩავალთ ბათუმში, რომელიც თანამედროვე საქართველოს უმთავრესი ტურისტული ცენტრია. სადილის შემდეგ გავისეირნებთ ქალაქში, დავისვენებთ ზღვის სანაპიროზე და გავისეირნებთ ბულვარზე.ღამისთევა ბათუმში.


დღე 13:  ბათუმი-თბილისი.

საუზმის შემდეგ ვნახავთ რომაულ ციხესიმაგრე გონიოს. იგი აგებულ იქნა I-II საუკუნეებში და ფუნქციონირებდა, როგორც რომის, მოგვიანებით კი ბიზანტიის ციტადელი. დავათვალიერებთ უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს, რომელიც გააშენა 20 სკ-ეში  ა.ნ. კრასნოვმა. დღის მეორე ნახევარში-დაბრუნება თბილისში. საღამოს-გამოსამშვიდობებელი ბანკეტი ეროვნულ ქართულ რესტორანში. ღამისთევა თბილისში.


დღე 14:  თბილისი.

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. გამგზავრება აეროპორტში. სამშობლოში დაბრუნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფასში შედის : ტრანსფერი, გიდი, სასტუმროში განთავსება, ორჯერადი კვება.

 

ფასი : 10 - 18 კაცამდე – 130 $

              18 -30 კაცამდე   – 80 $

 

1 დღე : ტრანსფერი

            დახვედრა, სასტუმროში დაბინავება.

            თავისუფალი დრო

2 დღე : საუზმე 9:00

                მცხეთა : ჯვარი, სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი

             სადილი 3:00 საათამდე

             თბილისი : ძველი თბილისი, მეტეხი, ნარიყალა, მამა დავითი, მთაწმინდის პარკი

             თავისუფალი დრო

3 დღე :    საუზმე 9 :00

               ანანური, სადილი 3 სთ

               ყაზბეგი, გერგეთის სამება

               დაბრუნება თბილისში, თავისუფალი დრო

 


4 დღე :     საუზმე 9 :00

               გამგზავრება გორში (უფლისციხე და სტალინის სახლ–მუზეუმი)

               სადილი 3 საათზე

               გამგზავრება ქუთაისში და ღამისთევა

               თავისუფალი დრო

 

5 დღე :    საუზმე 9:00

               სათაფლიის მღვიმე – დინოზავრის ნაკვალევი

               ბაგრატის ტაძარი. სადილი 3 სთ

               მოწამეთა, 

               გამგზავრება ბათუმში – ღამისთევა ბათუმში

               თავისუფალი დრო



 

6 დღე :    საუზმე 9:00

              დელფინარიუმი

              სადილი 3 საათზე

              თავისუფალი დრო

7 დღე :    საუზმე 9:00

              ბოტანიკური ბაღი

              სადილი 3 საათზე

              თავისუფალი დრო

8 დღე :    საუზმე 9:00

              მწვანე კონცხი             

               სადილი 3 საათზე

               თავისუფალი დრო

9 დღე :     საუზმე 9:00

               სადილი 3 საათზე

               თავისუფალი დრო

10 დღე : საუზმე 9:00

             გამომგზავრება თბილისში

             გაცილება აეროპორტში

 

ზაფხულის ტური

ქობულეთი

დღე პირველი :  ტრანსფერი, დახვედრა და სასტუმროში განთავსება.

დღე მეორე :  საუზმე;

                     ექვსკურსია (ბოტანიკური ბაღი)

                     სადილი  –3 სთ

                     თავისუფალი დრო.

 დღე მესამე : საუზმე

                     ექვსკურსია (ქუთაისის დათვალიერება)

                     სადილი – 3 სთ

                     საღამო (თავისუფალი დრო)

დღე მეოთხე : საუზმე

დღე მეხუთე :საუზმე

დღე მეექვსე :საუზმე

 

შესაძლებელია დღეების და ექვსკურსიების დამატება და დაკლება !!!

 

ზაფხულის ტური

ბათუმი

დღე პირველი :  ტრანსფერი, დახვედრა და სასტუმროში განთავსება.

დღე მეორე :  საუზმე;

                     ექვსკურსია (ბოტანიკური ბაღი)

                     სადილი  –3 სთ

                     თავისუფალი დრო.

 დღე მესამე : საუზმე

                     ექვსკურსია (ქუთაისის დათვალიერება)

                     სადილი – 3 სთ

                     საღამო (თავისუფალი დრო)

დღე მეოთხე : საუზმე

დღე მეხუთე :საუზმე

დღე მეექვსე :საუზმე

 

შესაძლებელია დღეების და ექვსკურსიების დამატება !!!